Get All Access for $5/mo

გირჩევთ წაიკითხოთ: პოზიტიური აზროვნების ძალა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორის შესახებ

ნორმან ვინსენტ პილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველგაზე განვლენიანი რელიგიური ფიგურაა. მან ეკლესიის მსახურებას 52 წელი მიუძღვნა. ნორმან ვინსენტ პილი 46 წიგნის ავტორია, მათ შორის არის ბესთსელერი "პოზიტიური აზროვნების ძალა", რომელიც თითქმის 5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

რას მოგცემთ ეს წიგნი

წიგნში აღწერილია მოქმედებათა მეთოდიკა, რომლის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვით მიაღწევთ პიროვნულ სრულყოფას და საკუთარ თავსა და გარესამყაროში დადებითი ცვლილებების მომსწრე გახდებით.

"უნდა დაიმახსოვროთ, რომ უმარტივესი გზა მშვიდი გონებისკენ, გონების დამშვიდებაზე გადის. ეს ვარჯიშით მიიღწევა... გონება სწავლებასა და დისციპლინას სწრაფად პასუხობს. გონებისთვის ნებისმიერი რამის თხოვნა შეგიძლიათ, მაგრამ, გახსოვდეთ - გონება იმას დაგიბრუნებთ, რაც პირველად მიეცა"

ავტორის რწმუნებით, მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ წინაღობებს გონების გაკონტროლების საშუალებას მივცემთ, ისინი აზროვნების მთავარ წარმმართველ ფაქტორებად იქცევიან. მაგრამ, თუ ჩვენ ვისწავლით როგორც ვმართოთ საკუთარი გონება და განვდნევნოთ "მარცხი", წინ შემხვედრი ნებისმიერი წინაღობა შესაძლებლობად გვექცევა.

"დაძინებამდე პირველი 5 წუთი უჩვეულოდ მნიშვნელოვანია. რადგან ამ მოკლე პერიოდში შთაგონების მიმართ გონება მეტისმეტად მგრძნობიარეა, გონება იმ უკანასკნელ აზრებს ისრუტავს, რომლებიც ადამიანებს დაძინებამდე უჩნდება"

დოქტორი ფილი რწმენის ძალისა და მოქმედების შესახებ არაერთ საინტერესო ისტორიასა და ცხოვრებისეულ სიტუაციას აღწერს. წიგნში გადმოცემულია პრაქტიკა და ტექნიკები, დაგეხმარებათ აღავსოთ თქვენი ყოველდღიურობა დადებითი ენერგიით, გახდეთ ინიციატორი მიიღოთ ცხოვრებისგან სასურველი და საუკეთესო.

ფიზიკოსებისთვის, ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი ძალაა. ფსიქოლოგიაში კი ეს განხორციელებული სურვილია. ადამიანი, რომელიც წარმატების მიღწევის სურვილითა და თვითრწმენით არის აღსავსე, აუცილებლად მიაღწევს სასურველ მწვერვალს. ხოლო ის, ვინც მუდმივად მარცხზე ფიქრობს, სწორედ ამას იღებს. გახსოვდეთ, წარმოსახულ წარმატებას, ისევე როგორც წარუმატებლობას, განხორციელებისკენ აქვს მიდრეკილება - წარმოსახვის სიძლიერის ეკვივალენტურად.

შეიძინეთ პოზიტიური აზროვნების ძალა Palitra L-ის ვებგვერდზე, "ბიბლუსის" ქსელში ან Entrepreneur Shop-ზე ონლაინ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

უცნობი პროფესია - რას ნიშნავს, იყო ტუროპერატორი?

გაიგეთ როგორ შეიძლება დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი