Ending Soon! Save 33% on All Access

როჯერ ფედერერი Uniqlo-სთვის კოლექციის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როჯერ ფედერერი ტანსაცმლის ბრენდ Uniqlo-სთვის კოლექციას შექმნის. კოლაბორაციაში ბრიტანელი დიზაინერი, ჯონათან ანდერსონიც მიიღებს მონაწილეობას. კოლექციის შესახებ ცნობებს WWD ავრცელებს.

ჩოგბურთელისა და დიზაინერის ე.წ. კაფსულ-კოლექციის შესახებ მედიაში წერენ, რომ ის "ფედერერის სპორტული სტილისა და ანდერსონის ესთეტიკის ნაზავი იქნება".

მიუხედავად იმისა, რომ ფედერერისა და ანდერსონის გზები პირველად გადაიკვეთა, იაპონურ ბრენდთან თანამშრომლობის ისტორია ორივეს აქვს. ჩოგბურთელი 2018 წლის შემდეგ არის ბრენდის სახე, ხოლო დიზაინერი 2017 წლიდან ქმნის კოლექციებს Uniqlo-ს ქალისა და მამაკაცის ხაზებისთვის.

ფედერერი აცხადებს, რომ მას ყოველთვის სურდა კოლექციაზე მუშაობა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა "იდეალური ჩოგბურთის სათამაშოდ და ყოველდღიურ მრავალფეროვნებაში გამოსაყენებლად".

"ერთად ჩვენ შევძელით შეგვექმნა კოლექცია, რომელიც ელეგანტური და კომფორტული ჩოგბურთის კლასიკურ სტილში. ჯონათანი ნიჭიერი, კრეატიული და წარმოუდგენლად უშუალო ადამიანია. მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო", − ამბობს როჯერ ფედერერი.

კოლექციაში გენდერულად ნეიტრალური ცხრა სამოსი შევა, მათ შორის, პოლოები, სვიტერები და სპორტული ჩანთები. ძირითადი ფერები შავი, თეთრი, ნაცრისფერი და ლურჯის გრადაციებია. ტანსაცმელი ბრენდის ე.წ. Dry Ex მასალითაა შექმნილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, მატერია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელი "გრილად და მშრალად" დარჩეს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ