Ending Soon! Save 33% on All Access

ბილ გეითსი მსოფლიოს აფრთხილებს ბილ გეითსი კიდევ ერთ გაფრთხილებას იძლევა, ამჯერად - გარდაუვალი კლიმატური კატასტროფის შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

WIRED

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლის თქმით, კორონავირუსის პანდემია, მოსალოდნელ კლიმატურ კატასტროფასთან შედარებით, უფრო მარტივი გამოწვევაა. ამიტომ, გეითსი წამყვან სახელმწიფოებს მოუწოდებს, დროულად დაიწყონ რეაგირება იმისთვის, რომ საუკუნის ბოლოს კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულმა სერიოზულმა გართულებებმა მილიონობით ადამიანი არ იმსხვერპლოს. გეითსი აქცენტს 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ნულოვან ნიშნულამდე შემცირებაზე ამახვილებს.

„თუ მომდევნო ათწლეულებში 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს რაიმე დაემუქრება, ეს დიდი ალბათობით სწრაფად გავრცელებადი ვირუსი იქნება და არა ომი. ამის მიზეზი ნაწილობრივ იქნება ის, რომ ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვაბანდებთ ბირთვული შეკავების პროგრამებში და ძალიან ცოტას ეპიდემიების შესაჩერებელ სისტემებში", − ეს გამაფრთხილებელი სიტყვები Microsoft-ის დამფუძნებელმა ჯერ კიდევ 2015 წელს გააჟღერა.

დღეს ბილ გეითსი კიდევ ერთ გაფრთხილებას იძლევა, ამჯერად − გარდაუვალი კლიმატური კატასტროფის შესახებ. მისი თქმით, ყოველწლიურად ატმოსფერო 51 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგით ბინძურდება. იმისათვის, რომ მსოფლიომ კლიმატური კატასტროფის პრევენცია შეძლოს, აუცილებელია 2050 წლისთვის ამ მაჩვენებლის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა.

„სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება გაცილებით მეტ მსხვერპლს მოიტანს − ხუთჯერ მეტს საუკუნის მიწურულისთვის. ჩვენ გვჭირდება ფიზიკური ეკონომიკის ისეთი სწრაფი ტემპით შეცვლა, როგორიც ისტორიას არ ახსოვს. ეს მოითხოვს ინოვაციებს ეკონომიკის ყველა სექტორში; ცვლილებებს ფოლადის საწარმოებში, სასათბურე მეურნეობებში, ელექტროენერგიებსა და ტრანსპორტში. და თუკი ჩვენ ამ ძალისხმევით მივაღწევთ ემისიის ნულოვან ნიშნულს, ეს იქნება კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება.

ბილ გეითსი მსოფლიო სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდებს, სულ მცირე 5-ჯერ, წელიწადში 110 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ კლიმატის დასაცავად მიმართული კვლევების დაფინანსება. თავად კი ამისთვის მომდევნო 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა სტარტაპსა და პროექტში 2 მილიარდზე დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება