Ending Soon! Save 33% on All Access

BTU-ს პროფესორი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინოვაციების კონკურენციისა და საჯარო და კერძო პარტნიორობის კომიტეტის მიერ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, ანი ვაშაყმაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ორი წლის ვადით აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა არის იტალია.

კონკურენციის და საჯარო და კერძო პარტნიორობის კომიტეტის Committee on Innovation, Competitiveness and Public-Private Partnerships-ის ფუნქციაა ინოვაციური პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მსოფლიოს ქვეყნებს შორის, საერთაშორისო ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობისა და და მდგრადი განვითარების კუთხით ახალი პროექტების ინიცირება და ამ პროცესში კერძო სექტორის როლის გააქტიურება.

ანი ვაშაყმაძე ამჟამად არის GITA-ს დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და ამასთან, BTU-ს აფილირებული პროფესორი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარებული აქვს კვლევა - „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ