Ending Soon! Save 33% on All Access

''განაგემ'' GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში 100 000 ლარი მოიპოვა Ganage - ყველა სადაზღვევო შეთავაზება და სასარგებლო ინფორმაცია ერთ სივრცეში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განაგე

28 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ჩატარებულ 100,000 ლარიანი საგრანტო პროექტის ფინალში კომპანია "განაგემ" გაიმარჯვა.

"განაგე" ციფრული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ყველა სადაზღვევო შემოთავაზებას ერთ სივრცეში. კომპანია სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს და უკვე საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა. "განაგე" 14 ქართული სადაზღვევო კომპანიის პარტნიორია და სწორედ ამ კომპანიების შემოთავაზებები იქნება წარმოდგენილი ვებ გვერდზე - gana.ge

ცოტა ხნის წინ, 2021 წლის 14 სექტემბერს, "განაგე" ევროპული ბიზნესის ასოციაციის EBA Georgia-ს წევრი გახდა.

"განაგეს" მიზანია სადაზღვევო ინდუსტრიის დემოკრატიზაცია გაციფრულების მეშვეობით. რაც, თავისთავად გულისხმობს დაზღვევის ყიდვის პროცესის გამარტივებას და ხელმისაწვდომობას.

გარდა ამისა, კომპანიამ დაზღვევის ცნობადობის ამაღლების მიზნით შექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა "დაზღვევა ორ სიტყვაში", სადაც საინტერესო და გასართობი გზით ახსნილია სადაზღვევო პროდუქტები და სასარგებლო რჩევები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ