Ending Soon! Save 33% on All Access

გერმანიამ საქართველოს 5 სასუნთქი აპარატი გადასცა აპარატები Covid-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.

ფირმა „დრეგერის" (Dräger) ხუთი სასუნთქი აპარატის დაფინანსება და შეძენა მოხდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან, რომელიც განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისათვის, რითაც გერმანული მხარის მიერ ადგილზე ხდება კონკრეტული დახმარების გაწევა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

აპარატები განთავსდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ამიტომ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მანანა ეზუგბაიამ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

როგორ შევქმნათ ეფექტური კორპორაციული კულტურა

აუცილებელია დეკლარირებული დოკუმენტი რეალობაში აღასრულოთ

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ტექნოლოგიური ტრენდები

ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი ''სილიკონ ველიზე''

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება

სიახლეები

საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.