Ending Soon! Save 33% on All Access

ილონ მასკის SpaceX აქციებს 10/1 შეფარებით ანაწევრებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

CNBC-ის ცნობით, ილონ მასკის SpaceX საკუთარი აქციების ღირებულებას 10/1 შეფარდებით ანაწევრებს, მაშინ როცა კომპანიის კაპიტალიზაცია, დღეის მონაცემით $100 მილიარდს აღემატება.

აქციათა დანაწევრება (Stock Split) ნიშნავს გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობის გაზრდას არსებულთან შედარებით გარკვეული კოეფიციენტით, რომლის შესაბამისადაც პროპორციულად მცირდება მათი ნომინალური ღირებულება. ახალი მოცემულობით, SpaceX-ის ერთი აქციის (რომლის ფასიც $560-ს ფარგლებში მერყეობს) მფლობელი, კონვერტაციის შემდეგ 10 აქციას (თითოეულის ფასი $56-ს შეადგენს) ფლობს.

„დანაწევრება არ იქონიებს გავლენას კომპანიის კაპიტალიზაციაზე ან თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების ჯამურ ღირებულებაზე" - განმარტავენ SpaceX-სში.

აქციების დანაწევრების პროცესი აპრობირებული და საკმაოდ გავრცელებულია ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიცაა Apple და Alphabet (Google) და ძირითადად აქციების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

SpaceX-ის შემთხვევაში, ეს აქციათა დანაწევრების პირველი პრეცედენტია.

მასკის კოსმოსური კომპანიის ღირებულება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრად გაიზარდა. SpaceX-მა მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დასაფინანსებლად, როგორებიცაა: ახალი თაობის კოსმოსური ხომალდი - Starship და გლობალური სატელიტური ინტერნეტ-ქსელი - Starlink.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა