Ending Soon! Save 33% on All Access

ინკლუზიური ლიდერობა და მაინც, რა ტიპის ლიდერობაა დღეს პრიორიტეტული?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Vifloor blog

თანამედროვე ეპოქაში, ორგანიზაციული განვითარება და სტრატეგიული გეგმით დასახული − სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება, მეტწილად ლიდერის უნარებსა და მის მრავალმხრივ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, HR-სპეციალისტები და მართვის თეორეტიკოსები გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის ლიდერობაა დღეს პრიორიტეტული. განურჩევლად იმისა, თუ რა სფეროში ხდება მმართველობითი ფუნქციის შესრულება, სპეციალისტები საუბრობენ ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს თანამედროვე ლიდერს.

ლიდერობის ტიპებს შორის, სპეციალისტები, დღესდღეობით ორგანიზაციულ სტრუქტურაში ინკლუზიური მმართველობის სტილს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნული სტილის ეფექტიანობა წარმოდგენილია 5 საკვანძო/ფუნდამენტური პრინციპის სახით:

  1. ინკლუზიური ხელმძღვანელობა/ლიდერობა, დადებითად აისახება ყველაზე − არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი ხართ თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. მნიშვნელობა არ აქვს არც რასას, კანის ფერსა თუ ეთნიკურ კუთვნილებას. ყველას შეუძლია იყოს ინკლუზიური ლიდერი და ყველას შეუძლია ნახოს სარგებელი ინკლუზიიდან.
  2. ინკლუზიური ლიდერები აფასებენ მრავალფეროვან ნიჭსა და გამოცდილებას იმ ადამიანებში, რომლებიც იერარქიულად მისი დაქვემდებარების ქვეშ არიან. ისინი (ინკლუზიური ლიდერები) დადებით გავლენას ახდენენ არა მხოლოდ უშუალოდ დასაქმებულებზე, არამედ მათზეც, ვინც არ არიან მისი გუნდის წევრები.
  3. ინკლუზიური ლიდერები არ არიან სტერეოტიპულები და არ გამოხატავენ გაუცხოებას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ისინი გავლენას ახდენენ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ორგანიზაციის შიგნით მულტიკულტურული ფასეულობების დამკვიდრებას და მათ პატივისცემას.
  4. როდესაც ინკლუზიური ლიდერობა ეფექტურია, ადამიანები თავს გრძნობენ უფრო მეტად ჩართულად, ასეთ დროს იზრდება მოვალეობის შესრულების სიმსუბუქე, წამოიჭრება ახალი იდეები და სამუშაოც მაღალ დონეზე სრულდება.
  5. ინკლუზიური ლიდერები კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიკერძოებებსა და ვარაუდებს, როგორც მათი სუბიექტური აღქმიდან გამოწვეულ პოტენციურ პრობლემას. ინკლუზიურმა ლიდერმა ხელი უნდა შეუწყოს გუნდის წევრთა ინიციატივიანობას, მათ პასუხისმგებლიანობას, ეფექტიანობას − საკუთარი მაგალითის მიცემის ხარჯზე. ასეთმა ლიდერმა, თავად უნდა აჩვენოს სხვებს გამბედაობის, სიმამაცისა და თავმდაბლობის მაგალითი.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება