Ending Soon! Save 33% on All Access

მე ახალი ტიპის ქვედა საცვლის შესახებ ისტორიის მოყოლა მსურდა ჩვენი მომავალი ნათელია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მომდევნო თაობა ჩვენს სამყაროს უფრო კეთილსა და ხალისიანს ხდის!

ვაგრძელებთ რუბრიკას და კვლავ გაგაცნობთ, თუ როგორ ახდენს სამყაროზე გავლენას 27 წლამდე ასაკის 15 დამფუძნებელი − მდგრადი კვებითა და უფრო უსაფრთხო სკოლებით დაწყებული, და რომანტიკული კომედიებითა თუ გორგოლაჭებიანი ციგურებით დამთავრებული.

„ყველას აქვს ქვედა საცვლების ისტორია", – ამბობს კამი ტელესი, – „პირველად მას იცვამ, შენი დღის საძირკვლის ჩასაყრელად. ის სქესთანაცაა დაკავშირებული და სექსუალობასთანაც. ეს ჩვენი იდენტობის ძლიერი გამოხატულებაა". ტელესი ნიუ ჯერსიში გაიზარდა, სადაც მისი მშობლები კოლუმბიიდან ემიგრაციის შემდეგ დასახლდნენ. ისევე, როგორც ამერიკელი თინეიჯერი გოგონების უმრავლესობა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ტელესიც Victoria's Secret-ში წავიდა, როდესაც „მოწიფულის" საცვლების შეძენის დრო დაუდგა. „ჩემი ბიუსტჰალტერის ზომა იყო 32A", – ამბობს ის, –„ვუყურებდი ამ მიმზიდველ ქალებსა და „ანგელოზებს" და ვფიქრობდი: ნუთუ მეც ასეთი უნდა გავხდე?"

ამ შეკითხვაზე პასუხი მან კოლეჯში სწავლისას მიიღო, როდესაც ერთი ფაქტი აღმოაჩინა. კერძოდ, როგორი შეუთავსებელი იყო ერთმანეთთან თაობა Z-ის ღირებულებები − მრავალფეროვნება, თვითგამოხატვა და Victoria's Secret-ის სექსუალური, ექსკლუზიური, არამდგრადი მეთოდებით წარმოებული პროდუქტი (რომელზეც მოთხოვნა სწრაფად მცირდებოდა). ამიტომ, 2019 წელს, მან ბოლო კლასში მიატოვა სკოლა, რათა Parade დაეარსებინა. „მე ახალი ტიპის საცვლების შესახებ ისტორიის მოყოლა მსურდა", – ამბობს ის, – „კაშკაშა ფერებით, დინამიკური დიზაინითა და მდგრადი ინოვაციური ქსოვილებით". Parade-ის ესთეტიკა ხალისიანია და გაბედული, რომელსაც მრავალფეროვანი მოდელები აქვს ნებისმიერი ტიპის სხეულისთვის.

მისი ქსოვილები გადამუშავებულია, კომპოსტირებადი შესაფუთი მასალებით იყიდება და შესაბამისი სერტიფიკატიც აქვს. კომპანია გვპირდება, რომ ეკოლოგიაზეც იზრუნებს, 2025 წლისთვის მისი ნახშირბადის გამონაბოლქვის მაჩვენებელი დადებითი ექნება. Parade-მ $23 მილიონი მოიზიდა, რაც დღეს $70 მილიონს უდრის. „მე ყველაზე ახალგაზრდა ლათინოამერიკელი დამფუძნებელი ვარ, რომელმაც ასეთი თანხა შეაგროვა", – ამბობს ტელესი, – „უბრალოდ, სუნთქვა მეკვრის, როცა წარმოვიდგენ, ეს რამხელა ზეგავლენის მოხდენაა ამ ემოციურ კატეგორიაზე, და თან, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ".
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

არ გაჩერდე, საქართველო

როცა ერთობა ასე ანათებს თავისუფლება გარდაუვალია

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ