Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგრო სკოლა გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს უჭერს მხარს. მათ შორისაა შვეიცარიული სტანდარტების მიხედვით შექმნილი აგროსკოლაც. პროექტის მთავარ მიზანს მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და აგრომიმართულების განვითარება წარმოადგენს. ბანკის მიერ მოზიდული 1,275,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კომპანიამ შეძლო საქონლის ფერმის აშენება და ყველის საწარმოსთვის საჭირო დანადგარების შეძენა. დმანისის სოფელ სარკინეთში აგროსკოლის გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სწავლება პარტნიორი შვეიცარიული აგროსკოლის, „პლანტჰოპის" პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროცესში წელიწადში 10-15 სტუდენტი ჩაერთვება, მათ ფინანსურ მხარდაჭერას უცხოური კომპანიები გაუწევენ. სამომავლოდ, კომპანია ყოველწლიურად 35 სტუდენტის მომზადებას გეგმავს. ამასთან, უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიებისათვის კონსულტაციის სერვისის, ხოლო ფერმერებისთვის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მალე დმანისში ახალი აგროსკოლა გაიხსნება. შვეიცარიულ სტანდარტებზე დაყრდნობით შექმნილი სასწავლებელი ახალგაზრდა ფერმერებს შემდეგი მიმართულებით მოამზადებს: მეცხოველეობა, რძის და ყველის დამუშავება/წარმოება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც აგრომეურნეობის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. სკოლას უკვე დასახული აქვს ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები, საკონსულტაციო მომსახურების თუ მოკლევადიანი კურსების ჭრილში. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ მათ საქმიანობაში. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგროსექტორში განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის ზრდაში",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

როგორ შევქმნათ ეფექტური კორპორაციული კულტურა

აუცილებელია დეკლარირებული დოკუმენტი რეალობაში აღასრულოთ

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ტექნოლოგიური ტრენდები

ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი ''სილიკონ ველიზე''

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება

სიახლეები

საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.