Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმა bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ, საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმის - bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად ასახვა უკვე შესაძლებელია. თანხის გამოყენებას მომხმარებელი ჩარიცხვისთანავე შეძლებს.

,,მოხარულები ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც გულისხმობს bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის შესაძლებლობას. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე დავამატოთ"- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

bogpay.ge წარმოადგენს საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

არ გაჩერდე, საქართველო

როცა ერთობა ასე ანათებს თავისუფლება გარდაუვალია

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ