Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით არტ გალერეა Old Time ახალ სივრცეს გახსნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით არტ გალერეა "Old Time" განვითარებას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი 278,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, გალერეა მომხმარებელს ახალი სივრციდან მოემსახურება.

ბაზალეთის ქუჩაზე არსებული "Old Time"-ის გალერეა ისეთი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, როგორიცაა: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვანო აბულაძე, ირმა კუსიანი და სხვ. სულ მალე კი, გალერეა მომხმარებლებს მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ახალი სივრციდან, ახალი სახელით "NOBLESSE" მოემსახურება. 130 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ გალერეაში თანამედროვე მხატვრებისა და ასევე, საკოლექციო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

"ჩვენი საქმიანობის ისტორია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან წყება. თავდაპირველად, მომხმარებელს ანტიკვარების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობდით, თუმცა დროსთან ერთად გალერეა გავაფართოვეთ და თანამედროვე მხატვრებთან ექსკლუზიური თანამშრომლობების საფუძველზე, გალერეაში უამრავ ნამუშევარსაც მოვუყარეთ თავი. გარდა ამისა, გალერეაში ძველი, საკოლექციო ნახატებიცაა წარმოდგენილი. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ბაზალეთის და ახლა უკვე მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე გალერიიდან მოვემსახუროთ", - აცხადებს არტ გალერეა "Old Time"-ის ხელმძღვანელი, ნინი ლაბაძე.

"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ არტ გალერეა "Old Time"-ის მორიგ პროექტს. გალერეა უკვე წლებია, მომხმარებელს არაერთი ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარს სთავაზობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გვჯერა, ახალი სივრცე მრავალი ახალი და საინტერესო პროექტის საწინდარი გახდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ხელოვნების, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას", - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება