Ending Soon! Save 33% on All Access

სასტუმრო "შერატონში" ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

სასტუმრო „შერატონში" იტალიური ბრენდის - ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობის პარტნიორია თიბისი.

ტონინო ლამბორგინი იტალიური წარმომავლობის საერთაშორისო ბრენდია, რომლის პორტფოლიო სხვადასხვა ქვეყანაში ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიები, რესტორნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სხვა.

ბრენდის პრემიუმ კლასის პირველი კაფე-კიოსკი თბილისში უკვე ფუნქციონირებს. ტონინო ლამბორგინის პრემიუმ კლასის იტალიური ყავა საქართველოში 50-მდე ობიექტშია წარმოდგენილი, მათ შორის სასტუმროებში - „შერატონი", „ამბასადორი", „სევსამორა", ასევე სხვადასხვა რესტორნისა და საკვები ობიექტის ქსელებში.

ეტაპობრივად დაგეგმილია საქართველოში უახლოეს მომავალში Tonino Lamborghin-ის დამატებით პრემიუმ კლასის 5 კიოსკის, რესტორნის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა.

ბრენდის ხშირი მომხმარებლებისთვის Tonino Lamborghin Club Member ბარათიც შეიქმნა, რომლითაც ბრენდის ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური პირობები მოქმედებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!