Ending Soon! Save 33% on All Access

შესაძლებლობების გახსნილი კარი ახალგაზრდებისთვის - ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ''ლუტეცია'' ერთი წლისაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლუტეცია

„ლუტეცია"- პირ­ველ რიგ­ში, სი­ლა­მა­ზეს­თან, თა­ვის მოვ­ლას­თან და პოზიტიური ემოციის გაზიარებასთან ასო­ცირ­დე­ბა. კომპანიის დამფუძნებელი, ვახტანგ ფხაკაძე მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების ხელშეწყობა იყო. სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ, 23 აპ­რილს, მის დაბადების დღეზე ლუ­ტე­ცია ჯგუ­ფის მიერ დაარსდა ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა".

ფონდმა 1 წლის განმავლობაში საქართველოს ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში, საერთო ჯამში, 10 სტუდენტს სწავლა დაუფინანსა. საქველმოქმედო ფონდი „ლუტეციას" ბენეფიციარების შერჩევა მოხდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების რიგებიდან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობამ დაინახოს, რომ მონდომება, შრომა არასდროს რჩება შეუმჩნეველი და ის აუცილებლად დაფასდება, ამიტომაც, ყველაზე წარმატებული და წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება გადავწყვიტეთ", - აცხადებენ ფონდ ლუტეცია ჯგუფში.

ფონდის საქმიანობის ფარგლებში ასევე გაფორმდა ხელშეკრულება უსინათლოთა კავშირთან. ხელშეკრულების თანახმად, ფონდის მხარდაჭერით, 12 უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდისთვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების შემსწავლელი კურსები ჩატარდება. კურსდამთავრებულებს გაუწევენ კონსულტაციას საჯარო და კერძო სექტორში დასასაქმებლად. პროექტი უკვე დაწყებულია და 2022 წლის ბოლომდე განხორციელდება.

გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთიდან.

ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა" მომავალშიც გააგრძელებს წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

მარკეტინგი

მარკეტინგის 8 ბრწყინვალე მაგალითი Instagram-ზე

ეს ცნობილი ანგარიშები ნათლად უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამიზნე აუდიტორიის გამოყენება