Ending Soon! Save 33% on All Access

Startup World Cup რეგიონალური გამარჯვებულის გამოსავლენად ემზადება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

30 ივლისს, Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას - Black Sea and Beyond Regional Competition საქართველო მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 12 ქვეყნის სტარტაპები იღებენ.

სტარტაპებისთვის რეგისტრაცია 24 ივლისს დასრულდა. 12 დღის განმავლობაში, აპლიკაცია 60-ზე მეტმა მონაწილემ შეავსო და საერთაშორისო ჟიურიმ უკვე გამოავლინა 20 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადავიდა და 28 ივლისს, ნახევარ-ფინალში შეეჯიბრება ერთმანეთს.

27 ივლისს, შერჩეული 20 სტარტაპი მოსამზადებელ ეტაპს Pegasus Tech Venture-ის პარტნიორთან, ბილ რაიქერთთან გაივლის, აღნიშნული მენტორშიფ სესიის სპონსორია კომპანია „სილქნეტი", რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება სტარტაპებს ფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპზე.

28 ივლისს, გაიმართება ნახევარ-ფინალი, 30 ივლისს კი, გამოვლინდება რეგიონალური გამარჯვებული, ათი ფინალისტი საერთაშორისო ჟიურის წინაშე პირდაპირ ეთერში წარადგენს საკუთარ სტარტაპს.

ღონისძიებაზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სტარტაპების ფიჩინგის გარდა, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაერთ წამყვან სპიკერს მოუსმინონ, დაესწრონ ვირტუალურ გამოფენას და მიიღონ უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

შეგახსენებთ, რომ Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველოში Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან" ერთად ახორციელებს. სტარტაპ შეჯიბრის გენერალური სპონსორია აჭარაბეთი.

გამარჯვებული სტარტაპი SWC-ის ფინალზე კალიფორნიაში გამემგზავრება და 1,000.000$-სთვის იბრძოლებს.

დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

თუ სერიოზულად ფიქრობთ წარმატებაზე, ეს 6 წიგნი წაიკითხეთ

ადამიანებმა უკვე მიაღწიეს იმას, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ და ამაზე წიგნებიც დაწერეს. წარმატების გზაზე ეს წიგნები დაგეხმარებათ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

სტივ ჯობსი და წარმატების შვიდი წესი

ანტრეპრენერებისთვის ჯობსის უდიდესი დანატოვარი ის პრინციპებია, რომლებმაც მას წარმატება მოუტანა