Ending Soon! Save 33% on All Access

ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება გაიმართა ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოპარკი

ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის" გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.

სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ექსპერეტები:

  • მარკო მარნი - Solution Professional Data & AI at Microsoft CEE Multi Country
  • ირაკლი ბერიძე - გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი (UNICRI)

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ Machine Learning-ის ვორქშოფს უძღვებოდა ტექნოლოგიების ოფიცერი და მენტორი, ავსტრიული სტარტაპის MLreef -ის დამფუძნებელი რაინერ კერნი. ვორქშოფის მიზანია ტურიზმის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ახალი იდეების გენერირება და აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქართველოს ისტორიული როლის ახლებურად წარმოჩენა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წამყვან ინდუსტრიებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ვინაიდან აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, აღნიშნული პარალელური ღონისძების მთავარი აქცენტები გაკეთდა ტურიზმის სექტორში ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების როლზე და მათი საშუალებით ეკონომიკის განვითარების დაჩქარებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ