Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე მე-2 ტურში გასული გუნდების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებისთვის სულ 29 სტარტაპერი იბრძოლებს, ესენია: Exponent Group, WEBHR, Wowchy, PaySlip, კეპლერი, Bubbler, Brokerapp, UPWAY, თრაისი, UniSoft, iPolitician, Allmakery - ოლმეიქერი, Theneo, Instock - ციფრული საწყობი, Crosscreators, სქუადრო, Fudo Team, DeliverOn, CORVIS, Doggo App Team Strange Elo, კოლექტივი, Intera AI, Huppy, მედუ, Areal, Galaxy Taxi, GEPARTS, EduPay.

მე-2 ტური 22-24 სექტემბერს გაიმართება. გუნდებმა ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ თავიანთი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა. შუალედური ტურის შემდეგ გუნდებს ექნებათ დრო პროტოტიპზე მუშაობის გასაგრძელებლად.

ფინალურ მე-3 ტურში კი 10 საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალურად მათთვის მოწვეულ მენტორებთან გაივლიან. ფინალურ ღონისძიებაზე ისინი საჯაროდ წარადგენენ თავიანთი იდეის მუშა პროტოტიპებს. 3 გამარჯვებულს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის" ორგანიზებით იმართება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ტურიზმი აჭარაში

აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება

როგორ დავიწყო ბიზნესი

გენეტიკურად ქართული

"მზეთამზე" – ქართული ტრადიციული პურის ახალი სიცოცხლე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი