Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ახალი რესტორანი იხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. „ნინიას ბაღი" ასე ჰქვია ახალ რესტორნს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით აშენდა. რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

„ნინიას ბაღის" დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა, ის ამბობს, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.

„რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა. აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად," - ამბობს მერიკო გუბელაძე.

„ნინიას ბაღი" „შავი ლომის", კაფე „ლეილას" და „ლისი რესტის" შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. მთლიანობაში ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

როგორ შევქმნათ ეფექტური კორპორაციული კულტურა

აუცილებელია დეკლარირებული დოკუმენტი რეალობაში აღასრულოთ

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ტექნოლოგიური ტრენდები

ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი ''სილიკონ ველიზე''

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება

სიახლეები

საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.