Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში.

გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა.

„დანადგარების განახლება წარმოების გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესაბაში დაგვეხმარება. თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიოწარმოებას, არამედ იმ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისათვის ვიყენებთ," - ამბობს მეფუტკრე თენგიზ გიორგაძე.

წლევანდელი მოსავალი უკვე მიღებული აქვთ, 5 ტონა ე.წ. მაისის თაფლი და 4 ტონა წაბლის თაფლი. რეალიზაციას ძირითადად საბითუმოდ ახდენენ, მცირე რაოდენობით საცალო გაყიდვებითაც, მომავალის გეგმებში კი, საკუთარი ეტიკეტირებით თაფლის ჩამოსხმა შედის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

როგორ შევქმნათ ეფექტური კორპორაციული კულტურა

აუცილებელია დეკლარირებული დოკუმენტი რეალობაში აღასრულოთ

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ტექნოლოგიური ტრენდები

ხელოვნური ინტელექტის 5 საუკეთესო სტარტაპი ''სილიკონ ველიზე''

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საზღვარი არ აქვს და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება და ვითარდება

სიახლეები

საუბრები წარმატებაზე Chivas Regal-თან ერთად - ახალი გადაცემა ქართულ სატელევიზიო სივრცეში

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის სხვადასხვანაირად ითარგმნება, Chivas ის პრემიალური გემოა, რომელიც ყველა განსხვავებულ ხედვასა და წარმატებას უხდება.