Ending Soon! Save 33% on All Access

ვემპლერმა Presto Ventures-ის მონაწილეობით $330 000-ის დაფინანსება მიიღო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ვემპლერმა წარმატებით დახურა $330 000 Pre-seed რაუნდი, პრესტიჟული ჩეხური ვენჩურული კაპიტალის, Presto Ventures-ის მონაწილეობით", - სანდრო თავხელიძე, ვემპლერის დამფუძნებელი.

ვემპლერი არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშალებას აძლევს ნებისმიერი ერთჯერადი დავალების დელეგირება მოახდინოს (მაგ: მანქასაყიდლებზე წასვლანის გარეცხვა, სხვის მაგივრად რიგში დგომა, სახლის დალაგება, და ა.შ.)

ვემპლერის პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ მეილით, ხმოვანი შეტყობინებით ან ზარით დააფიქსიროთ მოთხოვნა, რის შემდეგაც აპლიკაცია ავტომატურად გთავაზობთ სასურველ სერვისებს.

"ერთხელ, როდესაც ელიავას ბაზრობაზე წასვლა მჭირდებოდა, მაგრამ საამისოდ დრო ვერ გამოვნახე, მივხვდი, რომ საჭირო იყო ალტერნატიული გამოსავალი მეპოვა.

ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რის მოსწრებასაც დროის ან მოტივაციის ნაკლებობის გამო ვერ ვახერხებთ. ამიტომ გადავწყვიტე, ადამიანებს ამ პრობლემების გადაჭრაში დავხმარებოდი", - ამბობს სანდრო.

როგორც თავად გვიყვება, Presto Ventures-ის მონაწილეობა ამ რაუნდში ასახავს მათ ნდობას ვემპლერის ხედვისა და განვითარების შესაძლებლობის მიმართ. მოზიდული ინვესტიცია ხელს შეუწყობს პლატფორმის ზრდას, პროდუქტის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, რათა გამყარდეს მისი პოზიცია ლოკალურ და უცხოურ ბაზარზე.

"ძალიან გვინდა, რომ 2024 წელს ვემპლერი საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს და ეს უნიკალური შესაძლებლობა აზერბაიჯანსა და უზბეკეთს გააცნოს.

ასევე გვსურს განვაახლოთ ჩვენი პროდუქტი, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებაზე აისახება".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ